"ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები" - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა. მან შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, რომ სალოცავები დაუყოვნებლივ გაიხსნას.

"დღეს ღვთისმსახურების სახლებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს, ვაცხადებ, როგორც არსებითად მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც აუცილებელ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები. ეს არ არის სწორი", - აღნიშნა ტრამპმა.

მან გუბერნატორებს მოუწოდა, რომ ეკლესიები და სალოცავი ადგილები ახლავე გახსნან.

"გუბერნატორებმა უნდა გააკეთონ სწორი საქმე და გახსნან ახლავე ეს მნიშვნელოვანი ადგილები, შაბათ-კვირას. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩემს უფლებებს გამოვიყენებ",- დასძინა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"