სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 77 შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 4 პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა მათი სიკვდილი სხვა დაავადებამ გამოიწვია. ასეთ პაციენტთა რიცხვმა სულ 32 შეადგინა.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსისგან 2936 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო
აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3257-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?