სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 77 შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 4 პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა მათი სიკვდილი სხვა დაავადებამ გამოიწვია. ასეთ პაციენტთა რიცხვმა სულ 32 შეადგინა.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსისგან 2936 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3257-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"