სკანდალი სომხეთში: ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები კორონავირუსის დროს ბანკეტზე, პირბადეების გარეშე - კვირის პალიტრა

სკანდალი სომხეთში: ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები კორონავირუსის დროს ბანკეტზე, პირბადეების გარეშე

სომხეთში სკანდალი გამოიწვია იმ ფოტოს გამოქვეყნებამ, რომელზეც აღბეჭდილია ამ დღეებში მთიან ყარაბაღში, "პრეზიდენტის" ინაუგურაციის შემდეგ მოწყობილ ბანკეტზე მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები პირბადეების გარეშე.

ფოტოსურათის თაობაზე კომენტარის გაკეთება მოუწია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს არსენ ტოროსიანს. როცა მას ჰკითხეს, რატომ ხდება, როცა მაღალჩინოსნები კორონავირუსთან ბრძოლის წესებს არღვევევნო, იგი იძულებული გახდა ეთქვა: "სოციალური დისტანციის დაცვა ყველგან და ყველასთვის სავალდებულოა. ჩვენ ყველა სხვებისთვის მაგალითი უნდა ვიყოთ. ყველა. გამონაკლისი არ დაიშვება". (წყარო)

იხილეთ ასევე: "ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ქართული სტატისტიკა აეჭვებს

მოამზადა სიმონ კილაძემ