ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა."სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ჩვენ ვხედავთ ბევრ ქვეყანაში იზრდება შემთხვევათა რაოდენობა. ეს ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარება ბრაზილიაშია", - განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა.მისივე თქმით, ბრაზილიაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამაზონელების ინფიცირება, რომლებიც კორონავირუსმა ქვეყანაში ყველაზე მეტად დააზარალა."დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი, ეს ძალიან დიდი რიცხვია", - აღნიშნა რაიანმა.ცნობისთვის, ბრაზილიამ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევებით რუსეთს გადაასწრო და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.შემთხვევათა ზრდა ფიქსირდება ასევე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩილე, არგენტინა და პერუ."ინტერპრესნიუსი"