ბერლინის ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით მეჩეთის მლოცველებს დაუთმო - კვირის პალიტრა

ბერლინის ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით მეჩეთის მლოცველებს დაუთმო

ბერლინში, ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით დაუთმო ახლომდებარე მეჩეთის მომლოცველებს, რომლებიც მეჩეთის შენობის სიმცირის გამო, დისტანციის დაცვით ლოცვას ვერ ახერხებდნენ.

"პანდემიამ ჩვენ ერთიან საზოგადოებად ჩამოგვაყალიბა. კრიზისები ადამიანებს აახლოებენ. თავდაპირველად გიჭირს, როცა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სურათებს ხედავ, მაგრამ მერე როცა დეტალებს ივიწყებ, ხვდები, რომ ეს ღვთის სახლია", - განაცხადა მეჩეთის იმამმა მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, ბერლინის Dar Assalam-ის მეჩეთში, პარასკეობით ასობით მუსლიმი იკრიბება, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ბოლო თვეებში შენობაში ლოცვას მხოლოდ 50 ადამიანი ახერხებს.

"ინტერპრესნიუსი"