მოსკოვში, ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს და შენობის აფეთქებით იმუქრებიან
მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი შენობის აფეთქებით იმუქრებიან, კერძოდ ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ შენობა დანაღმულია.
ამ დროისთვის შენობა სამართალდამცველების ალყაში იმყოფება.
"ინტერპრესნიუსი"