პირი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, დააკავეს - კვირის პალიტრა

პირი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, დააკავეს

შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც მოსკოვში, ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა, დაკავებულია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო და დააკავა მამაკაცი, რომელიც შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. მას თან ჰქონდა ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები",-განუცხადეს "ტასს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ბანკში ერთი პირი იყო შეჭრილი.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"