რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 344 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ 153 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 3 541 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა.

"ინტერპრესნიუსი"