"მისი 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა"- ფაქტები ჯანმო-ს ხელმძღვანელზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო მოვლენების ეპიცენტრშია
"მისი 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა"- ფაქტები ჯანმო-ს ხელმძღვანელზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო მოვლენების ეპიცენტრშია
ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუს­ზე და მის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ბოლო თვე­ე­ბია ყვე­ლა­ზე მეტს სა­უბ­რო­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ის 2017 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს და 5 წლის ვა­დი­თაა არ­ჩე­უ­ლი, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მისი დი­რექ­ტო­რო­ბის ვადა შემ­ცირ­დეს, რად­გა­ნაც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის არა­თან­მიმ­დევ­რულ, არა­ე­ფექ­ტურ და დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ღე­ბა­ში აკის­რე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით ონ­ლა­ინ პე­ტი­ცი­აც შე­იქ­მნა, რო­მელ­საც ხელი უკვე მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა.

"მან ვერ შეძ­ლო სა­თა­ნა­დოდ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ვირუ­სი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი
თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­სა­ფე­რი­სი არ არის. ვი­თხოვთ მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მას“, - წე­რია პე­ტი­ცი­ა­ში.

ვინ არის ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი?


ის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მე­სა­მე წე­ლია უდ­გას სა­თა­ვე­ში, არის ჯან­მო-ს პირ­ვე­ლი აფ­რი­კე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, 2012-2016 წლებ­ში ტედ­როსს ეთი­ო­პი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის
პოს­ტი ეკა­ვა, მა­ნამ­დე, 2005-2012 წლებ­ში ის ეთი­ო­პი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და. ეთი­ო­პი­ა­ში ტედ­როსს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბას მი­ა­წე­რენ.

ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი 1965 წელს, ერიტ­რე­ას ქა­ლაქ ას­მა­რა­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ერიტ­რე­ას დე­და­ქა­ლა­ქი გახ­და მას შემ­დეგ, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა 1991 წელს ეთი­ო­პი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. ტედ­რო­სი ეთი­ო­პი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გა­ი­ზარ­და.

აქვს ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. ასე­ვე აქვს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის იმუ­ნო­ლო­გის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. გებ­რე­ი­სუ­სი აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ჯან­დაც­ვის მეც­ნი­ე­რი, მკვლე­ვა­რი და დიპ­ლო­მა­ტი. ის 55 წლი­საა.

კა­რი­ე­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი 4 წლის ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გახ­და

BBC წერს, რომ ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის ცხოვ­რე­ბა­ში კა­რი­ე­რის წარ­მარ­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი უმ­ცრო­სი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც 4 წლის ასაკ­ში და­ი­ღუ­პა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან გა­მო­ცე­მა Time-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. WHO-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, არა­ვინ იცო­და რის გამო გარ­და­იც­ვა­ლა 4 წლის ბავ­შვი და მხო­ლოდ სტუ­დენ­ტო­ბის დროს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი წი­თე­ლა იყო. იხილეთ სრულად


რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა