ჩინეთში, ღამის კლუბები ახალი წესებით გაიხსნა - კვირის პალიტრა

ჩინეთში, ღამის კლუბები ახალი წესებით გაიხსნა

ჩინეთში ღამის კლუბები გაიხსნა, სადაც ახალი წესები მოქმედებს. ღამის კლუბში, ყველა ადამიანს უნდა ეკეთოს პირბადე. ამასთან, შენობაში შესვლამდე, სტუმრებმა უნდა გაიზომონ სიცხე და სახელები, გვარები და ტელეფონის ნომრები მიაწოდონ კლუბის ადმინისტრაციას.

მედიის ინფორმაციით, სავალდებულია ასევე ერთჯერადი ხელთათმანების ტარებაც. კარის სახელურები და სხვა ზედაპირები ყოველ ერთ საათში სადეზინფექციო ხსნარებით იწმინდება. ყველა სტუმარს უფასოდ ურიგდება ხელის გასაწმენდი საშუალებები, ხოლო მიმტანებს მომსახურების დროს, სათვალეებიც უკეთიათ.

ცნობისთვის, ღამის კლუბების გახსნას, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა მატება მოჰყვა. სეულის ერთ-ერთი კლუბიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

"ინტერპრესნიუსი"