სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის მანძილზე 452-ით გაიზარდა და საერთო ჯამში პაციენტთა რაოდენობამ 7113 შეადგინა.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსით 6 ადამიანი დაიღუპა, რაც აგრეთვვე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 87-ს მიაღწია.

სომხეთის დაავადებთა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, დროის ანალოგიურ პერიოდში დაიღუპა კიდევ 6 პაციენტიც, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა მათი გარდაცვალება სხვა დაავადებამ გამოიწვია. ასეთ შემთხვევათა
რაოდენობა სომხეთში 39-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა