სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის მანძილზე 452-ით გაიზარდა და საერთო ჯამში პაციენტთა რაოდენობამ 7113 შეადგინა.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსით 6 ადამიანი დაიღუპა, რაც აგრეთვვე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 87-ს მიაღწია.

სომხეთის დაავადებთა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, დროის ანალოგიურ პერიოდში დაიღუპა კიდევ 6 პაციენტიც, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა მათი გარდაცვალება სხვა დაავადებამ გამოიწვია. ასეთ შემთხვევათა რაოდენობა სომხეთში 39-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"