"მონტენეგრომ წარმატებით დაამარცხა კორონავირუსი" - კვირის პალიტრა

"მონტენეგრომ წარმატებით დაამარცხა კორონავირუსი"

უკვე 20 დღეა მონტენეგროში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მონტენეგრო ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც რამდენიმე დღის მანძილზე არც ერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

"მონტენეგრომ წარმატებით დაამარცხა კორონავირუსი. არც ერთი ინფიცირებული! ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის, დასრულებულია", - წერს ქვეყნის პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მონტენეგრო ევროპის ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა. მას შემდეგ, ქვეყანაში 324 პირი დაინფიცირდა და 9 გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"