იაპონიის პედიატრთა ასოციაცია მოსახლეობას 2 წლამდე ბავშვებში პირბადის ტარების საშიშროებაზე აფრთხილებს - კვირის პალიტრა

იაპონიის პედიატრთა ასოციაცია მოსახლეობას 2 წლამდე ბავშვებში პირბადის ტარების საშიშროებაზე აფრთხილებს

იაპონიის პედიატრთა ასოციაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 2 წლამდე ბავშვებში სახის დამცავი ნიღბის ტარებამ შესაძლოა, მათი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

"ნიღბებმა შესაძლოა, პატარებში სუნთქვითი პრობლემები გამოიწვიოს", - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასოციაცია მოუწოდებს მოსახლეობას, დაუყოვნებლიც შეწყვიტონ ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება. მათივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირება ძალიან იშვიათია და ისინი ძირითადად ოჯახების წევრებისგან ავადდებიან.

"ინტერპრესნიუსი"