"თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14 000 და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის" - კვირის პალიტრა

"თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14 000 და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის"

სომხეთში ათასობით ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იციან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამთავრობო სხდომის დროს განაცხადა.

"როგორც წესი, მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით ნახევარი შემთხვევების გამოვლენა ხდება. მაშასადამე, თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14000 ადამიანი და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის. აი, რატომ არის დამცავი ნიღბების ტარება აუცილებელი",-აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 7774 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 98 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: "რატომ მძიმდება და საშინელი ხდება სიტუაცია ჩვენთან მაშინ, როცა მეზობლებთან ვითარება ნორმაში დგება? - რას წერს სომხური გამოცემა?

"ინტერპრესნიუსი"