თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან - კვირის პალიტრა

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

თურქეთში, ტრაპზონთან ახლოს გუშინ მეტეორი ჩამოვარდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. მოვლენის დანახვა შესაძლებელი იყო ქვეყნის ბევრი პროვინციიდან და ადამიანებმა უჩვეულო მოვლენა ფოტოებზე და ვიდეოკადრებზე აღბეჭდეს.

როგორც hurriyet.com.tr წერს, მეტეორი თურქეთის დროით 20:31 წუთზე ჩამოვარდა გამოცემის ცნობითვე, მეტეორის ჩამოვარდნას თან ახლდა ჭექა-ქუხილის მსგავსი მძლავრი ხმა და ცა განათდა.

მოვლენის დანახვა შესაძლებული იყო ვანში, ართვინში, ერზრუმში, ტრაპზონსა და ერზინჩანში.

ჯერჯერობით მეტეორის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილი დადგენილი არ არის და ამ ეტაპზე სპეციალისტები საკითხს აქტიურად იკვლევენ. როგორც BBC–ის თურქეთის ბიუროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარი აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ დასავლეთ საქართველს მცხოვრებლებმა ცაზე მკვეთრი ნათება შენიშნეს. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რას უკავშირდებოდა აღნიშნული, ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ სავარაუდოდ, საქმე თურქეთში ჩამოვარდნილ მეტეორს ეხებოდა. (წყარო)