რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
29-05-2020
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
რუსეთში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 232 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ამასთან, ქვეყანაში დროის ამავე პერიოდში ინფიცირების 8572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, რუსეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 387623 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 374-ს შეადგენს.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში 159257 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 223992-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?