"კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით სომხეთმა საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო" - რას აცხადებს ფაშინიანი?
"კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით სომხეთმა საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო" - რას აცხადებს ფაშინიანი?
კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე, სომხეთმა საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო. ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს", - განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს.

პრემიერის თქმით, ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ.

ფაშინიანმა სომხეთის მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან პირბადეების რეჟიმი,
სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის წესები.

"ინტერპრესნიუსი"

ვერ ხვდებით??????????????
30 მაისი 2020 10:55
ქართველების ბრალია. ჭკუა რომ რიგდებოდა სად იყავით?????????????????????????????????????

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა