ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს - რა მოხდა აშშ-ში, რამაც მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს - რა მოხდა აშშ-ში, რამაც მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია
ფოტო:ჯორჯ ფლოიდი, დერეკ შოვონი
აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს,- ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ აშშ-ის რამდენიმე შტატში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქ მინეაპოლისში, სადაც
შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელისთვის ბრალის წაყენება სწრაფად მოხდა, ვინადიდან მათ მტკიცებულება ჰქონდათ. მათ განაცხადეს, რომ ბრალს ვიდეოკადრებში ასახულ დანარჩენ სამ ყოფილ პოლიციელსაც წაუყენებენ, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტეს.

ჯორჯ ფლოიდის
ადვოკატისა და ოჯახის თქმით, ყოფილი პოლიციელის დაკავების ფაქტი "მისასალმებელია, მაგრამ დაგვიანებულია."

ოჯახი აცხადებს, რომ ისინი დაკავებული ყოფილი პოლიციელისთვის ბრალის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის წაყენებასა და ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი ყოფილი პოლიციელის დაკავებასაც მოითხოვენ.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში სამართლიანობის აღსრულების მოთხოვნით საპროტესტოაქციები გაიმართა.

გამოცემის ცნობით, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თეთრ სახლთანაც. აქციის მონაწილეებს ჯორჯ ფლოიდის ფოტოები ეჭირათ და მის უკანასკნელ სიტყვებს: "ვერ ვსუნთქავ" - სკანდირებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელ-გასასვლელები დროებით ჩაკეტა.

საპროტესტო აქციები პოლიციასთან ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ფინიქსში, კოლუმბუსსა და მემფისში.

ატლანტაში, "სიენენის" ოფისებთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა დაარბიეს შენობები და დაწვეს პოლიციის მანქანა.

დალასში კი აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ წინააღმეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, გამოიძიოს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმე. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"ყურადღება გვსურს გავამახვილოთ იმ საგანგებო ვითარებაზე, რაც აშშ-შია, მას შემდეგ რაც პოლიციამ მინეაპოლისში, მინესოტაში, აფროამერიკელი, ამერიკის მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი მოკლა. მოვუწოდებთ ამერიკის მთავრობას, მიიღონ რეალური და ეფექტური ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მოიყვანოს სახელმწიფო კანონმდელობა გაეროს პრინციპებთან შესაბამისობაში და, რა თქმა უნდა, სრულყოფილად გამოიძიოს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა",-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

S.K.K.
30 მაისი 2020 11:59
კორონა ვირუსის ილეთი გამიყენა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები