ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა - კვირის პალიტრა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 964-ით გაიზარდა, რაც ქვეყნისათვის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. შედეგად ინდოეთში კორონავირუსით დაიფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 174 020-მდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ქვეყანაში თითქმის 5 000-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა მაჰარაშტრას შტატში ფიქსირდება, რომელიც ქვეყის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს წარმოადგენს.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდას გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი. მისი თქმით, ქვეყანა ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და ინდოეთის ხელისუფლება კრიზისის დასაძლევად ძალას არ დაიშურებს.

ცნობისთვის, ინდოეთი, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"