რას წერს CNN საქართველოს ტურისტული გეგმების შესახებ?
31-05-2020
რას წერს CNN საქართველოს ტურისტული გეგმების შესახებ?
CNN-ი სტატიაში, სახელწოდებით - "რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის?", მოგზაურებს პოპულარული ადგილების ტურისტული გეგმების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. სტატიაში საქართველოზეც არის საუბარი.

"კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ტურისტული ბუმი იყო - 2019 წელს 5 მილიონი მოგზაური ესტუმრა მას, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იანი ზრდაა. თუმცა ქვეყანა იძულებული გახდა კრიზისის გამო მარტში ზამთრის კურორტები დაეხურა და უცხოელი ვიზიტორები ქვეყანაში არ შეეშვა.

საქართველოს მთავრობა, რომელსაც ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება სურს, აცხადებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების
მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს.

"ხელისუფლებამ სამ ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს საქართველოს მარკეტინგულ კამპანიას და მის წარმოჩენას უსაფრთხო ტურისტული მიმართულების კუთხით. შემდგომი ეტაპი შიდა ტურისტებს მოგზაურობის ნებას დართავს "უსაფრთხო" ტურისტულ ზონებში, ხოლო ბოლო ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენების ნაწილი", - ნათქვამია სტატიაში.

აქვე
მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სიტყვები, რომლის თანახმადაც, "ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?