საიდან დაინფიცირდა ნიკოლ ფაშინიანი? - რას ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი? - კვირის პალიტრა

საიდან დაინფიცირდა ნიკოლ ფაშინიანი? - რას ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი?

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე დაინფიცირდა.

როგორც ფაშინიანი აცხადებს, შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა მაგიდაზე ჭიქა ისე დადო, რომ ხელთათმანი არ ეკეთა.

"ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დავინფიცირდი. როგორც იცით, ასეთი შეხვედრების დროს მაგიდაზე წყლიან ჭიქას დგამენ. პირს, რომელმაც მაგიდაზე ჭიქა დადო, ხელთათმანი არ ეკეთა და მე მას ამაზე შენიშვნაც მივეცი,"- განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, მოგვიანებით აღნიშნულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"