"ჩვენმა გოგონამ ტელევიზორში ნახა, როგორ კლავდნენ მამამისს..."
"ჩვენმა გოგონამ ტელევიზორში ნახა, როგორ კლავდნენ მამამისს..."
"გთხოვთ, უკვე ვეღარ ვსუნთქავ... ნუ მომკლავ"

აშშ-ში 46 წლის აფრო-ამერიკელის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას დიდი არეულობა მოჰყვა. საპროტესტო აქციებს, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით გაგრძელდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქებში - მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლენდსა და ლუისვილში კომენდანტის საათის გამოცხადებით უპასუხეს.

მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა კი, პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეროვნული გვარდიის მზადყოფნა გამოაცხადა. მსგავს ზომებს მიმართეს ლოს-ანჯელესშიც.


აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ამბავმა მთელს ქვეყანაში უმართავი საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციები 30-ზე მეტ ქალაქში
გაიმართა.

"ვეღარ ვსუნთქავ“

სამართალდამცავებმა 25 მაისს ერთ-ერთი მაღაზიიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მომხმარებელმა მათ ყალბი 20$ გადაუხადა. პოლიციის ეკიპაჟმა ჯორჯ ფლოიდი გზაჯვარედინზე გააჩერა.


დაკავებისას ის ასფალტზე დაეცა და პოლიციელებს უთხრა, რომ კლაუსტროფობია აწუხებდა. მის ნათქვამს ყურადღება არავინ მიაქცია, მეტიც, დაკავებისას ოფიცერმა შოვინმა მას მუხლი ყელზე დააჭირა.
ვიდეომ, რომელიც მალე სოციალურ ქსელში გავრცელდა და მთელი ამერიკა აღაშფოთა. კადრებში კარგად ისმის გზაზე წაქცეული ჯორჯ ფლოიდის ბოლო ფრაზები: "გთხოვთ, უკვე ვეღარ ვსუნთქავ" და "ნუ მომკლავ".

ამის შემდეგ, ფლოიდი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, 1 საათში ცნობილი გახდა, რომ ის გარდაიცვალა. ექსპერტიზამ გაგუდვის ნიშნები არ დაადასტურა, მათი თქმით, ფლოიდს გულის პრობლემებიც ჰქონდა.

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი?

ჯორჯ ფლოიდი მინესოტაში, ახალი ცხოვრების დასაწყებად, რამდენიმე წლის წინ გადავიდა. მას ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი გოგონა. როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთ რესტორანის დაცვაში მუშაობდა. ჯორჯს თანამშრომლები ძალიან კარგ და ძლიერ პიროვნებად ახასიათებენ.

"ის იყო კეთილი გოლიათი, არავის არაფერს დაუშავებდა, რომ გაგეცნოთ, აუცილებლად შეგიყვარდებოდათ", - ამბობს CNN-თან ჯორჯ ფლოიდის ძმა.

ჯორჯი ჰიუსტონში დაიბადა, იქ დაამთავრა საშუალო სკოლაც. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მალე კალათბურთის გუნდშიც მოხვდა. კარგი თამაშის გამო, ის ფლორიდის შტატის გუნდში მიიწვიეს. აქვე დაამთავრა კოლეჯიც.

"ის იყო ძალიან კარგი სპორტსმენი. თამაშისას 14 ქულიდან 12 აუცილებლად მისი აღებული იყო. ის არასდროს ადანაშაულებდა სხვას მის შეცდომაში, თავს ყოველთვის აკონტროლებდა და ცდილობდა საუკეთესო ყოფილიყო", - იხსენებს გარდაცვლილ ფლოიდს ყოფილი მწვრთნელი.

NBA-ს მოთამაშე და ამავე დროს, ფლოიდის მეგობარი სტეფან ჯეკსონი იხსენებს, რომ ის მინესოტაში უკეთესი სამუშაოს საპოვნელად გადავიდა. ჯორჯი სატვირთოს მძღოლი უნდა ყოფილიყო.

CNN-თან საუბრისას როუს ჰადსონმა, ჯორჯის მეუღლემ განაცხადა, რომ შვილმა ტელევიზორში ნახა ყველაფერი:

"ჩვენმა გოგონამ ტელევიზორში ნახა, როგორ კლავდნენ მამამისს... ის იყო ძალიან კარგი მამა. ახლა მხოლოდ მოგონება დამრჩა ჩემს მეუღლეზე".

საპროტესტო აქციები

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის, დაავადებულია კიდევ უამრავი ადამიანი, ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ამბავმა ამერიკელ საზოგადოებას სოციალური დისტანციაც და კოვიდ-19-იც დაავიწყა.


მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში შემზარავი ვიდეო გავრცელდა, აქციები დაიწყო მინეაპოლისში. პროტესტანტების აგრესია რამდენიმე დღეში უკვე უმართავი გახდა. მათ დააზიანეს შენობები, მაღაზიები, ქუჩაში გაჩერებული მანქანები. აქციის მონაწილეების შესაჩერებლად შტატის გუბერნატორმა გამოიყვანა ეროვნული გვარდიაც. საბოლოოდ, პროტესტანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.

ფლოიდის მკვლელობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს 4 პოლიციელი. მოგვიანებით კი ყოფილი ოფიცერი დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის დააკავეს. მას ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ინციდენტში ჩართულ კიდევ სამ პოლიციელთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ხელისუფლების რეაქცია

შაბათს, 30 მაისს მინეაპოლისის გუბერნატორმა 4 საპროტესტო ღამის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეროვნული გვარდია აქციის მონაწილეების დაშლაში უნდა ჩართულიყო. მან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად მოითხოვა ეროვნული გვარდიის მზადყოფნა. გუბერნატორის განცხადებით, ეს პროცესი უკვე აღარ არის პროტესტი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო. მისი განცხადებით, აგიტატორებმა აქციის მონაწილეების გამოყენებით, ქალაქში ქაოსური მდგომარეობა შექმნეს.

უმართავი სიტუაციის შესახებ მწვავე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს "ავაზაკები" უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ის განზე ვერ გადგება და ვერ უყურებს, რა ხდება ამერიკის დიდ ქალაქებში.


"ეს ავაზაკები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას შეურაცხყოფენ. მე ამას არ დავუშვებ, როდესაც ძარცვა-გლეჯა იწყება, სროლაც იწყება", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი “"ტვიტერზე“.

საბოლოოდ, მომიტინგეებმა მინეაპოლისში გადაწვეს შენობები, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას. შეღებეს სამართალდამცველთა მანქანები. მათ დასაშლელად პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მინეაპოლისის გარდა, აქციები გაიმართა თეთრი სახლის წინ და ევროპის ქვეყნებშიც, რომელზეც რასიზმი გააპროტესტეს.


CNN-ის ინფორმაციით, თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცოტა ხნით მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, რადგან, როდესაც თეთრ სახლთან სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილმა მომიტინგეებმა აგურებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობილი ადამიანები ძალადობის წინააღმდეგ

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ამსახველმა კადრებმა პროტესტი გამოიწვია ცნობილ ადამიანებშიც. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა და სპორტსმენებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს მომხდარის გამო.

კალათბურთის ლეგენდამ მაიკლ ჯორდანმა მოსახლეობას მოუწოდა, - გაერთიანდნენ და ხელისუფლებას კანონების შეცვლა აიძულონ:
"ძალიან ვწუხვარ, ძალიან მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველას ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე ვდგავარ მათთან, ვინც გმობს ჩვენს ქვეყანაში ასე ფესვგადგმულ რასიზმს და ძალადობს ფერადკანიან ადამიანებზე. უკვე საკმარისია! ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას", - აღნიშნა ჯორდანმა.

ნაომი ქემპბელი, სუპერმოდელი:
"სიტყვები არ მყოფნის, ცუდად ვარ და დავიღალე, დავიღალე დარდით ჩვენს ხალხზე, რომლებიც ტყუილად კვდებიან. ამ გამოწვევის დროს, ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო გაერთიანება, მაგრამ ჩანს, რომ კორონავირუსის დროსაც რასიზმი კიდევ უფრო ძლიერია. ეს როდის დამთავრდება? მე შავი ვარ და ამაყი ვარ ამით”, - განაცხადა სუპერმოდელმა. (წყარო)

აღსანიშნავია, რომ მინეაპოლისში ფერადკანიანთა თემსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით არ დაწყებულა. ეს წლებია გრძელდება.  ბი-ბი-სის ჟურნალისტმა ჯესიკა ლასენჰოფმა მინესოტას შტატის ორ ქალაქში არსებულ ვითარება ასე აღწერა.

"2015 წელს მინეაპოლისში აქციები მოჰყვა 24 წლის ჯამარ კლარკის სიკვდილს, რომელიც პოლიციის დევნის ოპერაციის დროს მოკლეს. 2016 წელს კი პოლიციამ მოკლა ფილანდო კასტილია. შემთხვევა ქალაქის იმ ნაწილში მოხდა, რომელიც დღეს საპროტესტო აქციების ეპიცენტრად ითვლება. 2017 წელს პოლიციის ოფიცერმა ესროლა და მოკლე ჯასთინ დამონდი, რომელმაც ცხელ ხაზზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადა.

სამივე შემთხვევაში მინესოტას საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. სამივე საქმეზე განსხვავებული შედეგი დადგა. ჯამარ კლარკის შემთხვევაში ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ. ჯასთინ დამონდის შემთხვევაში ბრალდებულს 12,5 წელი მიუსაჯეს, ხოლო ფილანდო კასტილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სასამართლოში გამართლდა".

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მინეაპოლისი ერთის მხრივ არის მდიდარი ქალაქი, სადაც ლიბერალური პოლიტიკას მიესალმებიან, მაგრამ ამავე დროს ის უკვე წლებია ებრძვის სოციალ-ეკონომიკურ უთანასწორობას და სეგრეგაციას.

"ეს არის ფენომენი, რომელსაც "მინესოტას პარადოქსს" უწოდებენ. ქალაქები - მინეაპოლისი და სეინთ პოლი გამორჩეულია იმით, რომ ორივე ქალაქში მოსახლეობის ერთი მეოთხედი თეთრკანიანია, ხოლო უბნები სეგრეგირებული".



მანანა-შ
02 ივნისი 2020 13:27
გულზე მეტად სული მეტკინა...... ძალიან განვიცადე...... სადისტი პოლიციელი,......მუხლით დააწვა და თან როგორ ამაყად იყუჩებოდა, ვიცი დამბლოკავთ მაგრამ გულს მაიც ,,მოვიფხან" საეთივე ტანჯვით სიკვდილს ვუსურვებ მასაც!
ეს ცემი პირველი პოლიტიკური და აგრესიული კომენტარია!
კალათბურთელი
02 ივნისი 2020 00:43
აუუ... რა მსმელი ...... რა მჭამელი ..... ამ კარებში არ შემოეტეოდა
ოოოოო...აბა ჩვენ რომ ფეხებზე გკიდივართ?
...
02 ივნისი 2020 00:41
აი ამათ ასწავლეს მიშას ხალხის ხოცვა.......................ყველანი ციხეში..... ყველანი ციხეში
იქ ერთი ზანგი მოკვლეს(პარდონ აფროამერიკელი) და აქ ათობით ხალხს ხოცავდნენ
.......ფოთოლი არ ჩამოვარდნილაო.........
ფოთოლი კი არა, თურმე უნდა დაგვენგრია ყველაფერი, დემოკრატია და გამოხატვის უფლება თურმე ის ყოფიალა
სად არიან გამჭირვალობა? გიგაური ?ლომჯარია? პირდაპირ აღშფოთებული ვარ ძალიან !!!!რას ეყურებენ ეგ სიაფანდები?? მოუწოდონ, მოუწოდონ კონგრესმენებს--- მასე არ შეიძლება--- თქო
მივმართავ სიაფანდ დემორატ კონგრესმენ, სენატორ, ევროებს---- სადააა დემოკრატია? ხალხს რატო თეთრი სახლის აღების უფლებას არ აძლევთ?? ჩვენი რეპეტე რატოა ლობიო და თქვენი კიდე შემწვარი წიწილა??
სორე სკანი პოლიტიკური დონე ამხანაგი ფანდარასტებო??
თავსი ქვაც გიცხლუიათ მუდამ
თქვენი კეთილების მომკითხი ...................... ამხანაგი ნარიმანოვი მარნეულიდან

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები