"ვნანობ ჩემს საქციელს და შედეგებსაც ვიმკი" - რას ამბობს კორონავირუსით დაინფიცირებული ბელგიის პრინცი?
01-06-2020
"ვნანობ ჩემს საქციელს და შედეგებსაც ვიმკი" - რას ამბობს კორონავირუსით დაინფიცირებული ბელგიის პრინცი?
ბელგიის პრინცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ესპანეთში, კარანტინის დროს დადღესასწაულო საღამოზე დასწრების გამო ბოდიშს იხდის. როგორც ცნობილი გახდა, პრინცი ხოაკინი 26 მაისს ესპანეთში გაემგზავრა, სადაც წვეულებას დაესწრო. მედიის ინფორმაციით, წვეულებაზე კიდევ 27 პირი იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნული საღამოს შემდეგ, პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა.

"ბოდიშს გიხდით, რომ არ დავიცავი კარანტინის წესები. ვნანობ ჩემს საქციელს და შედეგებსაც ვიმკი", -აღნიშნა პრინცმა.

ესპანეთის პოლიცია წვეულების გამართვის საკითხზე გამოძიებას აწაროებს.

"ინტერპრესნიუსი"




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?