"ვირუ­სი აღარ არის დღეს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც ორი თვის წინ იყო" - როგორია იტალიელი ექიმების პროგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

"ვირუ­სი აღარ არის დღეს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც ორი თვის წინ იყო" - როგორია იტალიელი ექიმების პროგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით?

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან სამი თვის შემდეგ, იტალიელი ექიმები აცხადებენ, რომ COVID-19-მა ძალა დაკარგა და ის აღარ არის იმდენად ლეტალური, როგორიც თვეების წინ იყო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულზე საუბრობენ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში მომუშავე მედიკოსები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კორონავირუსმა ყველაზე მძიმე გავლენა სწორედ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილზე, კონკრეტულად კი, ლომბარდიის რეგიონზე მოახდინა.

ახალი კორონავირუსის ამჟამინდელ ნაკლებ ლეტალურობაზე საუბრობს იტალიაში პოპულარული და გავლენიანი ექიმი, მილანის რაფაელეს საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, ალბერტო ძანგრილო.

"სინამდვილეში, კლინიკურად იტალიაში ვირუსი აღარ არსებობს", - ამბობს ექიმი. მისივე თქმით, ზოგიერთი ექსპერტი ზედმეტ პანიკაშია ინფიცირების მოსალოდნელ მეორე ტალღასთან დაკავშირებით.

"ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერორზე", - ამბობს ძანგრილო. გაგრძელება