"ვირუ­სი აღარ არის დღეს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც ორი თვის წინ იყო" - როგორია იტალიელი ექიმების პროგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით?
01-06-2020
"ვირუ­სი აღარ არის დღეს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც ორი თვის წინ იყო" - როგორია იტალიელი ექიმების პროგნოზი კორონავირუსთან დაკავშირებით?
კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან სამი თვის შემ­დეგ, იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ COVID-19-მა ძალა და­კარ­გა და ის აღარ არის იმ­დე­ნად ლე­ტა­ლუ­რი, რო­გო­რიც თვე­ე­ბის წინ იყო. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" წერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მძი­მე გავ­ლე­ნა სწო­რედ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ზე მო­ახ­დი­ნა.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ამ­ჟა­მინ­დელ ნაკ­ლებ ლე­ტა­ლუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს იტა­ლი­ა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ექი­მი, მი­ლა­ნის რა­ფა­ე­ლეს სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი,
ალ­ბერ­ტო ძან­გრი­ლო.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, კლი­ნი­კუ­რად იტა­ლი­ა­ში ვირუ­სი აღარ არ­სე­ბობს", - ამ­ბობს ექი­მი. მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ზედ­მეტ პა­ნი­კა­შია ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ მე­ო­რე ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ქვე­ყა­ნა უნდა და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და ვინ­მემ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ტე­რორ­ზე", - ამ­ბობს ძან­გრი­ლო. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?