როგორ გრძნობს თავს კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი? - კვირის პალიტრა

როგორ გრძნობს თავს კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი?

ნიკოლ ფაშინიანი თავს კაგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს,- სააგენტო "არმენპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადება ასიმპტომურია და ფაშინიანი იზოლაციაში იმყოფება.

"ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად აგრძელებს. დაავადება ასიმპტომურია. ნიკოლ ფაშინიანი იზოლაციაში დარჩება და მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

იხილეთ ასევე: საიდან დაინფიცირდა ნიკოლ ფაშინიანი? - რას ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი?