სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 009 გახდა.

ოფიციალური მომაცემებით, ქვეყანაში "კოვიდ 19"-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 158-ს მიაღწია.

კორონავირუსისგან სომხეთში 3 427 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

"ინტერპრესნიუსი"