"მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა"' - კვირის პალიტრა

"მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა"'

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გუშინ ღამით ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

როგორც ტრამპი წერს, ბევრი დაკავება განხორციელდა.

“გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. ყველამ შესანიშნავი საქმე შეასრულა. დიდი ძალები იყო მობილიზებული. ანალოგიურად მინეაპოლისშიც. (მადლობა პრეზიდენტ ტრამპს)“ , - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, უკვე ერთი კვირაა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"