სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა - კვირის პალიტრა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განაცხადა.

"სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვში კავასაკის დაავადების შემთხვევა გვაქვს," - განაცხადა ტორისიანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

"ვიმედოვნებ, ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება. მოვუწოდებ ყველას, ზრდასრულებსა და ბავშვებს, მკარად დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები," - განაცხადა არსენ ტოროსიანმა.

რამდენიმე ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმადგენლები კორონავირუსით დაავადებულ ბავშვების ნაწილში კავასაკის დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შესახებ რამდენიმე კვირაა საუბრობენ. მათი განმარტებით, "კოვიდ 19"-ით ინფიცირებულ ბავშვებში გამოვლენილი კლინიკური ნიშნები, მათ შორის მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი და გულის ფუნქციონირების დასუსტება, ძალიან ჰგავს იშვიათი დაავადების, კავასაკის, სიმპტომებს.

"ინტერპრესნიუსი"