"რადგან პრემიერ-მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ წესრიგი დამყარდეს?"
03-06-2020
"რადგან პრემიერ-მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ წესრიგი დამყარდეს?"
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ წესების დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს.

"ფეისბუქ ლაივის" დროს ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს დაძლევა მოხერხდა, თუმცა "თავისუფლების ჩვენივე წინააღმდეგ გამოყენება დავიწყეთ".

მისივე თქმით, ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას კორონავირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"რადგან პრემიერ-მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ
წესრიგი დამყარდეს? როგორ შემიძლია ასე მოვექცე საკუთარ ხალხს?", - აღნიშნა ფაშიანიანმა მიმართვაში.

ცნობისათვის, სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 524-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-მა ქვეყანაში 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები