ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული
04-06-2020
ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული
ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ის გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ სასამართლო/სამედიცინო ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ენრდიუ ბეიქერის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფლოიდს ჰქონდა მრავალი სისხლჩაქცევა და ჭრილობა თავის არეში, სახეზე, პირზე, მხრებზე, მკლავებსა და ფეხებზე, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ რომელიმე ეს დაზიანება იყო.

ანგარიშის თანახმად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი არც პოლიციელის მიერ მის კისერზე ფეხის დაჭერა იყო.

გვამის
გაკვეთამ ასევე აჩვენა, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადება და მაღალი წნევის ისტორია. ტოქსიკოლოგიის წინასწარი დასკვნის თანახმად კი, ორგანიზმში ფენტანილისა და მეტამფეტამინის ზომიერი დონე აღმოჩნდა. გარდა ამისა, აუტოფსიით დადგინდა, რომ ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი
იყო.

აუტოფსიის ოფიციალურ შედეგებს ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები