"ქვეყანა უნდა დავიცვათ! ხომ ხედავთ, რომ ნაწილ-ნაწილად დაგლეჯვას გვიპირებენ" - ლუკაშენკოს ემოციური განცხადება
"ქვეყანა უნდა დავიცვათ! ხომ ხედავთ, რომ ნაწილ-ნაწილად დაგლეჯვას გვიპირებენ" - ლუკაშენკოს ემოციური განცხადება
4 ივნისსს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის მთავრობის ახალი წევრები და პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ახალი პრემიერი რომან გოლოვჩენკო ადრე სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა.

მთავრობის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის დროს ალექსანდრე ლუკაშენკომ ემოციურად განაცხადა, რომ ბელარუსი მშვიდობიანი ქვეყანაა და რომ ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს:

"ქვეყანა უნდა დავიცვათ! ხომ ხედავთ, რომ ნაწილ-ნაწილად დაგლეჯვას გვიპირებენ. ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც ისეთი უბედურება არ უნახავს, რომელიც სხვების თავზე დატრიალდა... ზოგიერთ ბელარუსს ჰგონია, რომ უკრაინა
კი დაანგრიეს, მაგრამ ჩვენ არაფერი მოგვივაო... მათ შევახსენებ, რომ ომი მიმდინარეობს. სადღაც შორს მოლდოვაა, რომელიც ორად გაყვეს... დაავიწყდათ, როგორ იბრძოდა ლიეტუვა, რომელმაც ბრძოლით დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა თავის დროზე. ზოგიერთს დაავიწყდა, რომ კავკასიაც ალმოდებულია: სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთთან ვერ მორიგებულან. დაავიწყდათ, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის თითქმის
მესამედი დაკარგა...და ბოლოს, ზოგიერთებმა არ იციან და ვეტყვი, რომ ჩემი მეგობარი რახმონი (ტაჯიკეთის პრეზიდენტი - ს.კ.) მხარზე ტყვიამფრქვევგადაკიდებული შევიდა ტაჯიკეთის დედაქალაქში წესრიგის დასამყარებლად... ვინმემ იცის, იქ რამდენი ადამიანი დაიღუპა?! იციან, როგორ ებრძოდნენ იქ წვეროსნებს? დაავიწყდათ, როგორ ჩაახშო უზბეკეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქარიმოვმა ანდიჯანში ბუნტი? ათასობით ადამიანი ადგილზე დახვრიტა... მის მოქმედებას იმ დროს ყველა გმობდა, მაგრამ როცა გარდაიცვალა, ხალხი მუხლებზე დაიჩოქა და ტიროდა... ჩვენ ასეთი რამ არ გვინახავს და არ გამოგვივლია, ზოგიერთებს კი ამის გაცნობიერება არ უნდათ. და თუ არ უნდათ, გავახსენებთ!".
წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები