სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 817-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სომხეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 7 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 183-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსისგან 3 513 პირი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსიტუაცია უარესდება და არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ქვეყანას მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის რესურსი აღარ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"