სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
05-06-2020
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 817-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სომხეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 7 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 183-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსისგან 3 513 პირი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსიტუაცია უარესდება და არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ
ქვეყანას მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის რესურსი აღარ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით