პოლიციამ კენიაში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დაწესებული "კომენდანტის საათის" აღსრულების დროს, 15 მოქალაქე მოკლა - კვირის პალიტრა

პოლიციამ კენიაში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დაწესებული "კომენდანტის საათის" აღსრულების დროს, 15 მოქალაქე მოკლა

პოლიციამ კენიაში მარტიდან დღემდე, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დაწესებული "კომენდანტის საათის" აღსრულების დროს, 15 მოქალაქე მოკლა.

"დამოუკიდებელი საპოლიციო ზედამხედველობის ორგანომ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციაში 27 მარტიდან, ანუ "კომენდანტის საათის" დაწესებიდან, დღემდე პოლიციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით 87 საჩივარია შესული.

"წინასწარი გამოძიებით, "კომენდანტის საათის" აღსრულების პერიოდში პოლიციის ოფიცრების ქმედებებს 15 ადამიანის დაღუპვა და 31-ის დაშავება უკავშირდება,"- ნათქვამია "დამოუკიდებელი საპოლიციო ზედამხედველობის ორგანოს" განცხადებაში.

ცნობისათვის, კენიაში კორონავირუსის 2 474 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 79 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"