"ქორწილის წვეულება ირანში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიზეზი გახდა"
ქორწილის წვეულება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზი გახდა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე ტალღის საშიშროების მიუხედავად, ხელისუფლება იძულებულია, ქვეყნის ეკონომიკა აღარ ჩაკეტოს.
"ერთ-ერთ ლოკაციაზე ეპიდემიის პიკი დაგვიფიქსირდა, რომლის წყაროც ქორწილის წვეულება გახდა და რომელმაც პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, მედიკოსებს, ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას,"- აღნიშნა ჰასან რუჰანმა.
ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში ირანში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ხუთშაბათს 3 574, პარასკევს კი - 2 886 შემთხვევა, რაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
ქვეყანაში დაინფიცირებულების რიცხვი 167 000-მდე, დაღუპულთა კი 8 000-მდე გაიზარდა.
"ინტერპრესნიუსი"