"ქორწილის წვეულება ირანში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიზეზი გახდა"
06-06-2020
"ქორწილის წვეულება ირანში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიზეზი გახდა"
ქორწილის წვეულება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზი გახდა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტალღის საშიშროების მიუხედავად, ხელისუფლება იძულებულია, ქვეყნის ეკონომიკა აღარ ჩაკეტოს.

"ერთ-ერთ ლოკაციაზე ეპიდემიის პიკი დაგვიფიქსირდა, რომლის წყაროც ქორწილის წვეულება გახდა და რომელმაც პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, მედიკოსებს, ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას,"- აღნიშნა ჰასან რუჰანმა.

ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში ირანში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ხუთშაბათს 3 574, პარასკევს კი - 2 886
შემთხვევა, რაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყანაში დაინფიცირებულების რიცხვი 167 000-მდე, დაღუპულთა კი 8 000-მდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?