ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 645 771-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 005 ადამიანი შეეწირა და დაღუპულთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.ცნობისათვის, "ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის" მონაცემების თანახმად, ორი დღის წინ ბრაზილიამ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ."ინტერპრესნიუსი"