"2 ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები არ იყო"
"2 ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები არ იყო"
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ვალდებულია მოსახლეობას უთხრას სიმართლე, მითუმეტეს კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ, "რამდენად მწარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე“.

"სამწუხაროდ, დღეისათვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისეა გადატვირთული, რომ საავადმყოფოებში ვერ იღებენ იმ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. მეტსაც გეტყვით, უკვე ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა სამედიცინო
დახმარების აღმოჩენის დაგვიანების გამო, ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ასევე ორი შემთხვევა იყო გარდაცვალების, როდესაც პაციენტები საჭიროებდნენ რეანიმაციაში მოთავსებას, თუმცა რეანიმაციაში ადგილები არ იყო.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ქვეყანა უკვე კრიტიკულ სიტუაციამდე მივიდა.

"დღეს ჩვენ ახლოს ვიყავით, მიგვეღო გადაწყვეტილება ტოტალური კარანტინის შემოღების თაობაზე,
თუმცა საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები