"ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია" - რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია" - რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს.

"ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენ ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია. ასეთ დასკვნამდე მივდივართ ლეტალური შემთხვევების პროექციისა და გამოვლენილ დაინფიცირებულთა რიცხვის გათვალისწინებით"- წერს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ფაშინიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 766-ით გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში პანდემიის პირველი დღიდან. მთლიანობაში დაინფიცირებულია 13 130 ადამიანი.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და 200 პაციენტის ჰოსპიტალიზება შეუძლებელია საავადმყოფოებში ადგილების არ არსებობის გამო.

იხილეთ ასევე:"სომხეთი არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას" - რას აცხადებს ზურაბ გურული, საქართველოს მხრიდან სომხეთის დახმარებაზე

"ინტერპესნიუსი"