ნიუ-იორკში "კომენდანტის საათი" უქმდება - კვირის პალიტრა

ნიუ-იორკში "კომენდანტის საათი" უქმდება

"ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, "კომენდანტის საათი" აღარ გაგრძელდება, რომელიც კვირას იწურება. ამის შესახებ მერმა "ტვიტერის“ გერდზე დაწერა.

"ჩვენ ვაუქმებთ "კომენდანტის საათს". ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გუშინ და გასული ღამით ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან აჩვენა", - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ორშაბათს ქალაქში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზომების მოხსნის პირველ ფაზას იწყებს, რომელიც კორონავირუსის გამო იყო შემოღებული. ის თანამოქალაქეებს მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და იზრუნონ ერთმანეთზე

CNN-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს მეგაპოლისში საპროტესტო დემონსტრაციის დროს 10 ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, 1-ელი ივნისს დემონსტრაციებისას 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 5 ივნისს 270 ადამიანი, გასულ შაბათს 40 ადამიანი.

"კომენდანტის საათი" აშშ-ის ორმოცამდე ქალაქში დაწესდა.

ცნობისთვის, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი დაკავებისას უხეში ძალა გამოიყენა. პასუხისგებაში მიეცა 4 პოლიციელი, მათგან ერთი - მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება. ამის შემდეგ ქვეყანაში დემონსტრაციები არ წყდება.

"ინტერპრესნიუსი"