სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს "ატკატებში" ადანაშაულებენ - რას წერს ტოროსიანზე სომხური მედია? - კვირის პალიტრა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს "ატკატებში" ადანაშაულებენ - რას წერს ტოროსიანზე სომხური მედია?

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და სარეანიმაციო განყოფილებებში პაციენტებისთვის, რომლებიც რთულ და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, თავისუფალი ადგილები აღარ არის. პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსით დაავადებული 200-ზე მეტი მოქალაქე საავადმყოფოში მკურნალობისთვის რიგში დგას.

თუმცა სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორომაცია, რომ ერევანსა და სომხეთის სხვა რეგიონებში არის რიგი თავისუფალი სამედიცინო ცენტრები, რომლებიც ემზადებოდნენ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამ სამედიცინო ცენტრებს არ აძლევს ნებართვას ინფექციის მატარებელი პაციენტები კლინიკებში მიიღონ. ამის თაობაზე დაწერა სომხურმა საიტიგამოცემა 168.am, რომელთან სუბარშიც ერევნის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე ვაან არცუნი აცხადებს, რომ მარტიდან ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გამოყოფილი იყო განყოფილებები და სპეციალისტები კორონავირუსით დაავადებულა მისაღებად, მაგრამ სამინისტრომ არ მისცა საშუალება მათ ემოქმედათ და პაციენტები მიეღოთ. არცუნიმ გამოაქვეყნა დამადასტურებელი ფოტოც და დაწერა: "საავადმყოფო, რომელიც სრულად იყო დაკომპლექტებული სპეციალისტებით, აპარატურით და სამედიცინო საშუალებებთ, იყო ცარიელი და არ გამოიყენებოდა უცნობი მიზეზებით. მარტის თვიდან, კლინიკურ საავადმყოფოს შეეძლო მიეღო და გაეწია სამედიცინო დახმარება დაინფიცირებულებისთვის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო "არ იმჩნევდა" ამას მაშინაც კი, როცა სისტემა აღმოჩნდა პროფესიონალური რესურსის ნაკლებობის წინაშე. ამ ინსტანციის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა არა მარტო პაციენტებისთვის ემკურნალა შერჩევით, არამედ თავად სამედიცინო დაწესებულებიც გამოერჩია. ვინ აგებს ამაზე პასუხს?" - წერს გამოცემა.

ის სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, სომხეთის და ერევნის რამდენიმე სამედიცინო ცენტრმა მიმართეს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს და შეატყობინეს, რომ მათ ჰქონდათ პოტენციალი და მზადყოფნა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა კი უარყო ეს წინადადება და აუკრძალა საავადმყოფოებს მიეღოთ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები. ჩვენი ინფორმაციით, ამ საავადმყოფოების რიგებში არიან რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრი "არმენია", სამედიცინო ცენტრი "არამიანცი" და საავადმყოფო "ვედი".

გავრცელებული ხმების მიხედვით, მინისტრმა ტოროსიანმა კორონავირუსის მკურნალობის უფლება მხოლოდ იმ სამედიცინო ცენტრებზე გასცა, რომლებსაც მისი მეგობრები მართავენ: მათ რიგშია ინფექციური საავადმყოფო "ნორკა", სამედიცინო ცენტრი "სურბ გრიგორ ლუსავორიჩ", სამედიცინო ცენტრი "ასტხიკ"...

სომხური მედიის მტკიცებით, ამის მიზეზი არის ის, რომ კორონავირუსის მკურნალობის უფლობის მქონე სამედიცინო ცენტრები აკეთებენ მილიარდობით ოდენობის შესყიდვებს, რომლის "ატკატებს" იყოფენ ტოროსიანი და მისი საახლობლო წრე. საინტერესო ფაქტია, რომ ამ ხმაურის შემდეგ, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც მოუწოდებს საავადმყოფოებს, რომელთაც დამაკმაყოფილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პირობები აქვთ, სურვილის შემთხვევაში მიმართონ სამინისტროს და შეუერთდნენ კოვიდ-19 ით დაავადებული პაციენტების განკურნების პროცესს. არადა, ამ სამედიცინო ცენტრებმა დიდი ხნის წინ მიმართეს ტოროსიანს და უარი მიიღეს. "გამოდის, სომხეთში არის ცარიელი სამედიცინო ცენტრები, რომლებიც მზად არიან დაინფიცირებულთა მისაღებად, მაგრამ მოქალაქეები დაუცველ მდგომარეობაში მაინც აღმოჩნდნენ. რა არის ეს, თუ არა დანაშაული? გამოდის, რომ სომხეთში, სადაც 4 თვეა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და სადაც ლოგიკის მიხედვით, დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული სამედიცინო მომსახურება, მხოლოდ ახლა იღებენ ზომებს ამ მიმართულებით. ჯანდაცვის სისტემის პასუხისმგებელი პირების დანაშაულებრივმა უმოქმედებამ მიიყვანა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის ზღვარზე, მეტიც, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჯოჯოხეთამდე", - წერს გამოცემა. წყარო

იხილეთ ასევე: სტეფან გრიგორიანი: "ქართველებისგან დახმარება უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება"

თარგმა თეა ხურცილავამ