"ბოდიში, მე მსურს კანონი და წესრიგი!" - კვირის პალიტრა

"ბოდიში, მე მსურს კანონი და წესრიგი!"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატებში მიმდინარე წელს დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს სურთ პოლიციისთვის დაფინანსების ჩამორთმევა.

"წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დანაშაულის ყველაზე დაბალი რიცხვი დაფიქსირდა და ახლა რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს სურთ პოლიციისთვის დაფინანსების ჩამორთმევა და მიტოვება. ბოდიში, მე მსურს კანონი და წესრიგი!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"