ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაოს სახით 1.25 მილიონი აშშ დოლარი შეეფარდა - კვირის პალიტრა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაოს სახით 1.25 მილიონი აშშ დოლარი შეეფარდა

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს, რომელსაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლომ გირაოს სახით 1.25 მილიონი აშშ დოლარი შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრეცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შოვინის გირაოს თანხის ოდენობა 1 მილიონიდან 1.25 მილიონ აშშ დოლარამდე უპირობოდ გაზარდეს, 750 000-დან 1 მილიონამდე კი გარკვეული პირობებით, რომელიც მოიცავს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობისა და ფლოიდის ოჯახთან კონტაქტის აკრძალვას. ამავე პირობების თანახმად, შოვინმა იარაღის ტარების ნებართვასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტზე უარი უნდა თქვას და ჩააბაროს.

მედიის ინფორმაციით, შოვინსა და მის ადვოკატს გირაოს პირობები არ გაუპროტესტებიათ.

შეგახსენებთ, დერეკ შოვინი ის ყოფილი პოლიციელია, რომელმაც დაკავების ოპერაციის დროს ფერადკანიან ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლი თითქმის 9 წუთის განმავლობაში, მანამდე დააჭირა, სანამ დაკავებულმა გონება არ დაკარგა. შოვინი მეორე ხარისხის მკვლელობაშია ბრალდებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნას 40 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ში ანტირასისტული პროტესტის ძლიერი ტალღა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"