უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება დააკავონ? - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია - კვირის პალიტრა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება დააკავონ? - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც უკანონო ბრძანების გაცემაშია ეჭვმიტანილი, შესაძლოა, დააკავონ.

მედია პროკურატურაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი გადასცა, სადაც აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი უკანონო ბრძანების გაცემაშია ეჭვმიტანილი.

მათივე ინფორმაციით, საქმე პოროშენკოს მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისთვის მიცემულ უკანონო ბრძანებას ეხება.

მედიის ინფორმაციით, წინასწარ გამოძიებას სახელმწიფო ბიურო აწარმოებს და უახლოეს მომავალში გადაწყდება, შეუფარდებენ თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობას.

"ინტერპრესნიუსი"