რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის 8779 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში "კოვიდ 19"-ით კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6532-ს მიაღწია. რაც შეეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა რუსეთში 261 000-ს აჭარბებს.

"ინტერპრესნიუსი"