უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა - ტესტი ვლადიმერ ზელენსკისაც ჩაუტარდა - კვირის პალიტრა

უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა - ტესტი ვლადიმერ ზელენსკისაც ჩაუტარდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს, ელენე ზელენსკაიას, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და დაავადების არანაირი სიმპტომი არ გააჩნია.

ელენა ზელენსკაია ამბულატორიულ მკურნალობას გადის და ოჯახის დანარჩენი წევრებისგან იზოლაციაში იმყოფება. მისი დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მედიის ინფორმაციით, კოვიდ 19-ზე გამოკვლევა პრეზიდენტსა და მის შვილებსაც ჩაუტარდათ, თუმცა პასუხი უარყოფითია.

"ინტერპრესნიუსი"