სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 16 004-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთში ბოლო 24 საათში "კოვიდ 19"-ს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 264-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსისგან 6 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ხელისუფლებამ სომხეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"